ბოლო 2 კვირაში პირველად ისრაელში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

ხუთშაბათს ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ადამიანი დაიღუპა. ეს ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

ქალაქ ჰოლონის ვოლფსონის საავადმყოფოში 48 წლის აუცრელი მამაკაცი დაიღუპა. მას მძიმე ქრონიკული დაავადებები არ ჰქონია.

მისი ოჯახის წევრების განცხადებით, ვაქცინაციის აუცილებლობაში გარდაცვლილის დარწმუნება ვერ შეძლეს.

მეორე დაღუპული კი 86 წლის მამაკაცია, რომელიც ვაქცინის ორივე დოზა მიღებული ჰქონდა. გარდაცვლილის მეუღლეც ინფიცირებული და ჰოსპიტალიზირებულია.

ისრაელში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ვირუსის დელტა შტამის გავრცელებას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები