ბრიტანეთი უკრაინას $118 მილიონს გამოუყოფს

 

ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 118 მილიონი დოლარით დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.

"დიდი ბრიტანეთი აქტიურად არის ჩართული უკრაინაში კანონის უზენაესობის დაცვასა და კორუფციასთან ბრძოლაში, რამაც გააძლიერა ქვეყნის შესაძლებლობები წინააღმდეგობა გაუწიოს მავნე და ანტიდემოკრატიულ გავლენებს. 118 მილიონი დოლარი, რომელზეც ინფორმაცია დღეს გავრცელდა, ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას და უკრაინის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას დაეხმარება," - ვკითხულობთ განცხადებაში.

ჯონსონი კიევს დღეს ეწვევა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ის აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის საზღვართან არსებულ დაძაბულობაზე ისაუბრებს.

ბრიტანეთის პრემიერმა რუსეთს უკანდახევისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა, რათა მოიძებნოს დიპლომატიური გადაწყვეტა და "შემდგომი სისხლისღვრა" მხარეებმა თავიდან აიცილონ.

 

მსგავსი სიახლეები