ბრიტანეთის დაზვერვა: კიევზე თავდასხმით რუსეთს მომარაგების გაწყვეტა სურს

 გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის არმიის მიერ კიევზე მიტანილი იერიშის მიზანს, სავარაუდოდ, დასავლური სამხედრო ტექნიკის მიწოდების შეჩერება წარმოადგენდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთის მიერ ნასროლი ჭურვები "უკრაინის დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებს" მოხვდა. 

ვადიმ დენისენკოს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველის განცხადებით, რუსული რაკეტების სამიზნე, სამხედრო დანიშნულების ობიექტთან ერთად, სამოქალაქო პირიც აღმოჩნდა. 

"რამდენიმე რაკეტა დარნიციის ვაგონ შემკეთებელ ქარხანას დაეცა, რამაც რკინიგზის ერთი თანამშრომელი დააზიანა"-იტყობინება უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო საწარმოს ხელმძღვანელი

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სევეროდონეცკში მძიმე ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს, რომლის პარალელურადაც, რუსული ძალები, დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკისკენ გადაადგილებას ცდილობენ. 

 

 

მსგავსი სიახლეები