ბრიტანეთის პრემიერი ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა
სამშაბათს, პირველ იანვარს, ბორის ჯონსონი ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. მხარეები რუსული ჯარების უკრაინის საზღვართან მობილიზებაზე და კონფლიქტის დეესკალაციის გზებზე ისაუბრებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჯონსონის ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე საათში დაიწყება.
Downing Street აცხადებს, რომ ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ სამხედრო ქმედებების ნაცვლად დიპლომატიური მეთოდები გამოიყენოს.
ორშაბათს, ჟურნალისტებთან საუბრისას ჯონსონმა განაცხადა, რომ "ნებისმიერი შეჭრა უკრაინაში იმ ტერიტორიის მიღმა, რომელიც რუსეთმა უკვე დაიკავა 2014 წელს, იქნება აბსოლუტური კატასტროფა მსოფლიოსთვის და, უპირველეს ყოვლისა, რუსეთისთვის."
"ჩვენი მიზანია მოვუწოდოთ რუსეთს აირჩიოს დიპლომატიური გზა, დეესკალაცია და უკან დაიხიოს იმისგან, რაც ძალიან ძვირი იქნება რუსი ხალხისთვის." - თქვა პრემიერის სპიკერმა.