ბრიტანეთმა და შვედეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება დადეს
დიდმა ბრიტანეთმა და შვედეთმა მიაღწიეს შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომლის მიხედვითაც მხარეები ვალდებულები არიან ერთმანეთს დაეხმარონ სამხედრო გზით გარე ძალების თავდასხმის შემთხვევაში.
შეთანხმება ცოტა ხნის წინ ბრიტანელი პრემიერ-მინისტრის სტოკჰოლში ვიზიტისას გაფორმდა. მოსალოდნელია, რომ ხვალ იმავე შინაარსის შეთანხმება გაფორმდება ფინეთთანაც.
მაღალი ალბათობით ამგვარი შეთანხმების გაფორმება ორივე ნორდიკულ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესით არის განპირობებული, რომელიც ნატოში გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტას უკავშირდება.
მოსალოდნელია, რომ შვედეთსა და ფინეთს ნატოში გასაწევრიანებლად დიდი დრო დაჭირდებათ და პროცედურა გაცილებით უფრო მოკლე ვადებში დასრულდება, ვიდრე ჩვეულებრივ, თუმცა საუბარია მინიმუმ რამდენიმე თვეზე, რა პერიოდშიც ორივე სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიები ჭირდება.
ამგვარი გარანტიების გაცემის მზაობის შესახებ ბრიტანეთის გარდა უკვე განაცხადა აშშ-მ და გერმანიამ.
მასალა განახლებადია.