ბრიტანული დაზვერვა: რუსები, სავარაუდოდ, ხარკოვის ოლქიდან გადიან
ბრიტანული დაზვერვის განახლებული ინფორმაციის თანახმად, რუსებმა ხარკოვის ოლქის ოკუპირებული ნაწილებიდან გასვლის ბრძანება გასცეს.
როგორც ბრიტანელები იუწყებიან, რუსები, სავარაუდოდ, მდინარე ოსკილის მარცხენა სანაპიროდან მთლიანად გავლენ.
ამის პარალელურად, ბრიტანული დაზვერვის ცნობით, სამხრეთის ფრონტზე, ხერსონის მიმდებარედ, რუსებს რეზერვების დნიპროზე გადაყვანა და ფრონტის ხაზამდე მიყვანა უჭირთ. აქ რუსები ორი კვირაა ხიდის აგებას ცდილობენ, თუმცა უკრაინელების არტილერია მას განუწყვეტლივ ბომბავს.
ბრიტანელების თანახმად, უკრაინელების წინსვლა რუსების მთლიან ოპერაციაზე ახდენს გავლენას.
"რუს ჯარისკაცებში სამხედრო მაღალჩინოსნების მიმართ უკვე შერყეული ნდობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუარესდება", - ვკითხულობთ ბრიტანელების განცხადებაში.