ბრიუსელის ექსპრესი: კვირის მთავარი საკითხები ევროკავშირში
გთავაზობთ ევროკავშირის ინსტიტუტების დღის წესრიგს 13-დან 20 თებერვლამდე.
რუსეთის სანქციების მე-10 პაკეტი
სულ მალე, 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წელი გავა.
გასულ კვირას ბრიუსელში ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა, რომელიც ტრიუმფით მიიღეს. მან ითხოვა სამხედრო და ფინანსური დახმარება, აგრეთვე გამკაცრებული სანქციები რუსეთის ბირთვული და IT ინდუსტრიისთვის.
ევროკომისია მალე გამოაქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტს. მათ დასამტკიცებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები მოლაპარაკებებს მომდევნო კვირისთვის დაასრულებენ.
ოთხშაბათს, 15 თებერვალს, ევროპარლამენტარები შეჭრიდან ერთი წლისთავის აღსანიშნავად შეიკრიბებიან.
იქადმდე კი, ორშაბათსა და სამშაბათს, ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსთან მინისტრები შეხვედრებს გამართავენ.
ორშაბათს ისინი ევროს არეალის შრომითი ბაზრის მდგომარეობას განიხილავენ, სამშაბათს კი რუსეთის აგრესიის ეკონომიკურ ხარჯებსა და სანქციების აღსრულებაზე იმსჯელებენ.
ოთხშაბათს, 15 თებერვალს, ევროპარლამენტარები ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან, კრისტინ ლაგარდთან ერთად იმსჯელებენ მაღალ ინფლაფციასა და ცენტრალური ბანკის მიერ მისი შემცირების გზებზე.
კატარის სკანდალი გამოსაძიებელია
ევროპარლამენტარები პლენარულ სხდომაზე შიკრიბებიან და ორშაბათს, 13 თებერვალს, განიხილავენ კატართან დაკავშირებულ სკანდალში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების ევროკავშირის მიერ დაფინანსებას.
ევროპის სახალხო პარტიას სურს, გამკაცრდეს წესები ისეთი არასამთავროების გამჭვირვალობისთვის, რომელთა სამსახურსაც, შესაძლოა, მესამე ქვეყნები იყენებდნენ ევროპარლამენტრის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად.
სამშაბათს ევროპარლამენტში გაიმართება კენჭისყრა უცხოელთა ჩარევის საგანგებო კომიტეტის უფლებამოსილების გახანგრძლივებაზე. სავარაუდოდ, ამავე კომიტეტს დაევალება კატართან დაკავშირებული კორუფციის სკანდალის გამოძიება.
კომიტეტი ორი წლის წინ შეიქმნა რუსეთისა და ჩინეთის ჩარევასთან გასამკლავებლად.
სამშაბათს ევროპარლამენტარები განიხილავენ და კენჭს უყრიან ახალი მანქანებიდან ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირების ახალ წესებს.
ამ საკითხზე ევროპარლამენტი და წევრი სახელმწიფოები ჯერ კიდევ ოქტომბერში შეთანხმდნენ. შეთანხმება მოიცავს საწვავიანი ძრავიანი მანქანების გაყიდვის აკრძალვას 2035 წლიდან.
ოთხშაბათს პარლამენტი იმსჯელებს ევროკომიისიის მწვანე შეთანხმების ინდუსტრიულ გეგმაზე, რომლის მიზანია ეკო-მეგობრული ტექნოლოგიების მანუფაქტურული გამოყენების გაფართოება.
იმავე დღეს პარლამენტარები განიხილავენ ნედლეულზე წვდომას და ევროპარლამენტის პოზიციას ევროპული ჩიპების აქტთან დაკავშირებით. ჩიპების აქტის ამოცანაა, ევროპაში ნახევარგამტარების დეფიციტი აღმოიფხვრას.
ოთხშაბათსვე, ევროპარლამენტში გაიმართება კენჭისყრა წინასწარ რეზოლუციაზე, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს, დაასრულოს სტამბულის კონვენციის მიღება. კონვენციის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთაა.
რეზოლუცია ბულგარეთს, ჩეხეთს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და სლოკავეთს კონვენციის რატიფიკაციისკენ მოუწოდებს.
მომზადებულია EUObserver-ზე დაყრდნობით.