ახალი ამბები

16:05 | 13 იანვარი, 2022 — კორონავირუსი

CDC: ამერიკაში შემდეგ 4 კვირაში კორონავირუსით 62 000 ადამიანი დაიღუპება

 

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის პროგნოზით, კორონავირუსით ქვეყანაში შემდეგ 4 კვირაში 62 000 ადამიანი დაიღუპება.

პროგნოზის თანახმად, საშუალოდ დღეში 2 624 ადამიანი დაიღუპება.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსმა აშშ-ში 842 322 ადამიანი იმსხვერპლა.

ამერიკაში ომიკრონ ვარიანტის გავრცელების ფონზე კორონავირუსის ახალ ტალღას ებრძვიან. ამჟამად ქვეყანაში 145 982 პაციენტია ჰოსპიტალიზებული.

 

 

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე