ახალი ამბები

00:48 | 17 ივნისი, 2026 — აშშ

WSJ: შეთანხმების ფარგლებში აშშ ირანული ნავთობის გაყიდვაზე სანქციებს მოხსნის

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, აშშ ირანს ნავთობისა და საწვავის დაუყოვნებლივ გაყიდვის უფლებას მისცემს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ვითარების არსი: გამოცემის წყაროების თქმით, ნავთობის გაყიდვაზე სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება ძალაში ამ კვირაში, შეთანხმების ხელმოწერისთანავე შევა და ასევე ვრცელდება აუცილებელ მომსახურებებზე - საბანკო, სატრანსპორტო და სადაზღვევო სფეროებზე - რომლებიც საჭიროა გაყიდვების უზრუნველსაყოფად.

  • არასამთავრობო ორგანიზაცია United Against Nuclear Iran-მა განაცხადა, რომ ირანულმა სუპერტანკერმა, რომელსაც ნედლი ნავთობი გადააქვს, ჩაბაჰარის პორტი დატოვა, გაარღვია ამერიკული ბლოკადა და სამშაბათს ომანის ყურიდან გავიდა ჩართული ადგილმდებარეობის ტრეკერით - ეს არის პირველი ასეთი შემთხვევა აპრილში ამერიკული ბლოკადის დაწყების შემდეგ.

სტრიქონებს შორის: ამერიკელმა მაღალჩინოსანმა სამშაბათს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანი ნავთობის გაყიდვაზე სანქციების წინასწარ შემსუბუქებას მიიღებს, გრძელვადიანი შემსუბუქება დაკავშირებული იქნება ირანის მიერ აშშ-ის მოთხოვნების შესრულებასთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჰორმუზის სრუტის გახსნა და მისი ბირთვული პროგრამა.

  • ეს მოსაზრება გამოთქვა "ვაშინგტონის ინსტიტუტის" (ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, რომელიც სპეციალიზდება ირანის საკითხებზე) უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ფარზინ ნადიმმა აღნიშნა, რომ ირანისთვის ნავთობის ექსპორტის უფლების მიცემა ნიშნავს აშშ-ის მხრიდან გავლენის მთავარ ბერკეტზე უარის თქმას, თუმცა, თეთრი სახლის აზრით, ამ ნაბიჯის გადადგმა, სავარაუდოდ, აუცილებელი გახდა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად.
  • ნადიმის თქმით, აშშ-ს შეუძლია ხელახლა დააწესოს ბლოკადა ირანულ ექსპორტზე, სანამ ის რეგიონში თავის სამხედრო ძალებს შეინარჩუნებს.

დიდი სურათი: 15 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აშშ-სა და ირანს შორის. ცერემონია 19 ივნისს, შვეიცარიაში შედგება.

Reuters: ირანში ინვესტიციებისთვის $300 მილიარდიანი ფონდი შეიქმნება

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე