ჩინეთი 2025 წლისთვის შობადობის ლიმიტების გაუქმებას აპირებს
ჩინეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით ზედიზედ ოთხი წელია ქვეყანაში შობადობა მცირდება.
სინძიანის პროვინციაში კი შობადობის ყველაზე მკვეთრი კლება იყო 1950 წლის შემდეგ.
The Wall Street Journal-ის ცნობით, შესაძლოა ჩინეთმა შეზღუდვები მოხსნას იმ პროვინციებში, სადაც შობადობა განსაკუთრებით მცირეა.
ჩინეთში მოსახლეობის დაბერების ტენდენციაა. ქვეყანაში მკაცრი დემოგრაფიული პოლიტიკაა, რაც მოიცავს ქალების სტერილიზაციას, იძულებით აბორტებს და კანონის დარღვევის შემთხვევაში ციხეს ან ჯარიმებს.
ასეთი დემოგრაფიული პოლიტიკის გამო ქვეყანაში უფრო მეტი კაცია, ვიდრე ქალი.
ჩინეთმა ერთი ბავშვის პოლიტიკაზე უარი 2016 წელს თქვა. წინა თვეში კი ოჯახებისთვის ლიმიტი 3 ბავშვამდე გაზარდა.
შეზღუდვების ერთდროულად მოხსნას ჩინეთი არ გეგმავს, რადგან ამან შესაძლოა ღარიბ ოჯახებში შობადობის სწრაფი ზრდა გამოიწვიოს, რაც ქვეყანაში ეკონომიკურ უთანასწორობას გააღრმავებს.