ჩინეთი აცხადებს, რომ გიგანტური პანდები გადაშენების პირას აღარ არიან
ჩინეთის ეკოლოგიური დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა, რომ გიგანტური პანდები გადაშენების პირას მყოფი სახეობა აღარ არიან.
პანდების, როგორც მოწყვლადი სახეობის რე-კლასიფიკაცია მოხდება.
ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩინეთი აქტიურად ცდილობდა გიგანტური პანდების რაოდენობის გაზრდას.
მსოფლიო გადაშენების პირას მყოფი სახეობის სიიდან პანდა 2016 წელს ამოიღეს, თუმცა ჩინეთი მაშინ ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.
ჩინეთმა პანდებისთვის სპეციალური ზონები შექმნა, სადაც ეკოსისტემის დიდი ნაწილი მთლიანად დაცულია და ცხოველების რაოდენობა იზრდება.
პანდების გარდა ქვეყანაში ციმბირული ვეფხვების, ამურის ლეოპარდების და აზიური სპილოების რაოდენობაც იზრდება.
პანდების გამრავლება რთულად ხდება, მდედრობით სქესის პანდას წლის განმავლობაში დაფეხმძიმება მხოლოდ 24-72 საათის განმავლობაში შეუძლია.