ჩინეთის მოსახლეობის ზრდის ტემპი შემცირდა

ჩინეთის მოსახლეობის ზრდის ტემპი შემცირდა. ამავდროულად, შემცირებულია სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის წილი.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, შარშან, ქვეყანაში 12 მილიონი ადამიანი დაიბადა და მოსახლეობა 1.41 მილიარდამდე გაიზარდა.

2020 წელი ზედიზედ მეოთხე წელია, როდესაც მოსახლეობის ზრდის ტემპი მცირდება.

2011 წელს სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობა 925 მილიონი იყო, ხოლო ახალი აღწერით, მათი რაოდენობა 894 მილიონს შეადგენს.

“დაბალი შობადობა განვითარებულ ქვეყნებში გავრცელებული მოვლენაა და ეს ჩვენი ქვეყნის პრობლემაც ხდება,” - განაცხადა ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა. 

ეკონომიკური პრობლემების გამო, ბევრი ჩინელი ბავშვის გაჩენისგან თავს იკავებს. აგრეთვე, უფროს თაობასთან ერთად ცხოვრება და საბინაო კრიზისი, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევა.

ქვეყნის დემოგრაფიული გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ “ერთი ბავშვის პოლიტიკის” მიზეზით, წყვილები მდედრობითი სქესის ბავშვებს კლავდნენ ან უპატრონოდ ტოვებდნენ. ამჟამად, ჩინეთში მასიური გენდერული უთანასწორობაა. ქვეყანაში 34 მილიონით მეტი კაცია, ვიდრე ქალი.

 

წყარო:

thehill.com

მსგავსი სიახლეები