ჩეხმა აქტივისტებმა უკრაინისთვის T-72-ის შესაძენად $1.3 მილიონი შეაგროვეს

ჩეხეთში რიგითმა მოქალაქეებმა ერთ თვეში შეაგროვეს საკმარისი თანხა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მოდერნიზებული T-72 Avenger ტანკის შესაძენად. ამის შესახებ 3 ოქტომბერს Twitter-ზე უკრაინის ელჩმა ჩეხეთში ევგენ პერებიინოსმა განაცხადა.

"ჩეხეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც უბრალო ხალხმა იყიდა ტანკი, რათა ის პუტინის წინააღმდეგ გაეგზავნა. ტომაში ომში მიდის! 33 მილიონი კრონი (1.3 მილიონ დოლარზე მეტი) 11 288 ადამიანმა შეაგროვა. გმადლობთ! და რა იქნება შემდეგ? საბრძოლო მასალა!" - წერს პერებიინისი.

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის T-72-ის დაფინანსების გვერდზე, ინიციატივა "საჩუქარი პუტინისთვის" ვებსაიტზე, ნათქვამია, რომ დაფინანსების შეგროვებამდე აქციის ორგანიზატორებმა კონსულტაციები გაიარეს უკრაინელ სამხედროებთან. ტანკის შეძენაზე კი კონსულტაციები კი ჩეხეთის თავდაცვისსამინისტროსთან მიმდინარეობდა. 

T-72 Avenger არის საბჭოთა T-72 ტანკის ჩეხური მოდერნიზაცია. ის გაუმჯობესდა მოწყობილობებით, რომლებიც აუმჯობესებენ საბრძოლო შესაძლებლობებს და ტანკის გამოყენების ეფექტურობას, ასევე ზრდის ეკიპაჟის უსაფრთხოებას. ტანკს აქვს თანამედროვე რადიოსადგური და ელექტრონული ჩარევისადმი გაზრდილი წინააღმდეგობის შიდა კომუნიკაციები. იგი აღჭურვილია GPS მოდულით სანავიგაციო მონაცემების ჩვენებისა და მისი კოორდინატების გადასაცემად.

კამპანიის შემდგომ ეტაპზე ორგანიზატორებმა, უკრაინულ მხარესთან კონსულტაციის შემდეგ, ტანკებისთვის, სარაკეტო სისტემებისა და ჰაუბიცებისთვის საბრძოლო მასალის შეძენა აირჩიეს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ემსახურება. ვინაიდან ეს უკრაინის არმიის ერთ-ერთი ყველაზე გადაუდებელი საჭიროებაა ასეთი ინტენსიური ბრძოლის პირობებში, ამისთვის უკვე შეგროვდა 3 მილიონ კრონზე მეტი (დაახლოებით $120 000), დაგეგმილია 40 მილიონი კრონის (დაახლოებით $1.6 მილიონი) შეგროვება.

მსგავსი სიახლეები