ჩხუბი ტელეფონის გამო - რუსეთში ახლადმობილიზებულებმა სტაჟიანი სამხედროები სცემეს

პოდმოსკოვიაში მდებარე ალაბინოს სამხედრო ნაწილში მასიური ჩხუბი მოხდა, რომელშიც ათობით რუსი სამხედრო მონაწილეობდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ BAZA ავრცელებს

სააგენტოს ინფორმაციით, საკონტრაქტო სამსახურის სტაჟიანი ჯარისკაცები შეეცადნენ ახლადმობილიზებული რეზერვისტებისთვის მობილური ტელეფონების და ტანსაცმლის წართმევას, რასაც რეზერვისტების მხრიდან ფიზიკური წინააღმდეგობა მოჰყვა. 

როგორც ჩანს რეზერვისტები რიცხოვბრივ უპირატესობას ფლობდნენ და უფროსი კოლეგები ფიზიკურად დაჯაბნეს. საკონტრაქტო სამსახურის 20-მდე ჯარისკაცმა თავი ერთ-ერთ ფლიგელში ჩაიკეტა და პოლიცია გამოიძახა. 

BAZA-ს ცნობით, ადგილზე რუსეთის სამხედრო პოლიცია მივიდა, თუმცა არცერთ სამხედრო მოსამსახურეს საჩივარი არ დაუწერია. 

მსგავსი სიახლეები