დანიაში ევროკავშირის საერთო თავდაცვით პოლიტიკაზე მიერთებაზე რეფერენდუმი ჩატარდება
ოთხშაბათს დანიაში ევროკავშირის საერთო თავდაცვით პოლიტიკაზე მიერთებაზე რეფერენდუმი ჩატარდება.
უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ ქვეყანამ უსაფრთხოების პოლიტიკის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა.
დანია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან ერთადერთია, რომელიც ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვითი პოლიტიკის მონაწილე არ არის. სკანდინავიური ქვეყანა 1993 წელს მაასტრიხტის შეთანხმებას ამ ნაწილში არ შეუერთდა.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში გადამწყვეტი ფაქტორი იყო რეფერენდუმის ჩასატარებლად. მისი თქმით, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და მხარდაჭერა გამოხატონ უფრო ძლიერი ევროკავშირის მიმართ.
დანია ნატოს წევრია, მაგრამ ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვითი პოლიტიკის ნაწილად გახდომის შემდეგ, შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის სამშვიდობო ოპერაციებში სომალიში, მალისა და ბოსნიაში.
საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, დანიის მოსახლეობის 48% მხარს უჭერს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვითი პოლიტიკის ნაწილად ყოფნას, 31% კი ეწინააღმდეგება.
უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ ორმა სკანდინავიურმა ქვეყანამ - ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გააწევრიანება გადაწყვიტეს.