დანიის საგარეო მინისტრი: მხარს ვუჭერთ ქართველების უფლებას, ჰქონდეთ თავისუფალი არჩევნები
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი, 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"დანია მხარს უჭერს ქართველი ხალხის დემოკრატიულ უფლებას, ჰქონდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. შეშფოთებულები ვართ OSCE/ODIHR-ის დაკვირვებებით, რომელიც აჩვენებს, რომ არჩევნები დაირღვა უთანასწორო თამაშის პირობებით, წნეხითა და დაძაბულობით. ამ ანგარიშებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით".