დენისოვა: რუს ოკუპანტებს ხერსონში ფსევდორეფერენდუმის ჩატარება სურთ
1 მაისიდან 10 მაისამდე პერიოდში ხერსონში რუსი დამპყრობლები აპირებენ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას. ამის შესახებ 16 აპრილს უმაღლეს რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ ფეისბუქზე განაცხადა.
"რაშისტები არ ტოვებენ თავიანთ განზრახვას, შექმნან ე.წ. "ხერსონის სახალხო რესპუბლიკა" ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე. აპირებენ გამოიყენონ ფსევდორეფერენდუმების სქემა, რომელიც ოკუპანტებმა 2014 წელს ლუჰანსკსა და დონეცკში ჩაატარეს, როდესაც ხალხის ნების რაიმე გამოვლინების ნაცვლად, მხოლოდ სურათი შეიქმნა რუსული ტელევიზიებისთვის. ფსევდორეფერენდუმი 1 მაისიდან 10 მაისამდე ჩატარდება", - წერს ის.
ომბუდსმენის თქმით, ამ დროისთვის ოკუპანტებს "განზრახული აქვთ ხერსონში შესვლა და გამოსვლა ჩაკეტონ და გაწყვიტონ ყველანაირი კომუნიკაცია".
ის თვლის, რომ დამპყრობლებს გაუჭირდებათ ამ "რეფერენდუმის" ჩატარება იმის გამო, რომ "ხერსონის რეგიონის მოსახლეობა გმირულად აგრძელებს ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტს ლოზუნგებით "ხერსონი უკრაინაა!", მიუხედავად იმისა, რომ აქციებს იარაღით ძალადობრივად არბევენ."
"მივმართავ გაეროს ადამიანის უფლებები კომისიას, გამოიძიოს უკრაინაში რუსეთის სამხედრო შემოჭრის დროს ომის დანაშაულებისა და რუსეთის მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. ხერსონი იყო, არის და იქნება უკრაინული", - თქვა დენისოვამ.