Der Spiegel: დაზვერვის სამსახურის უფროსად მერცი უკრაინაში მოქმედ ელჩს დანიშნავს
.jpg)
ფრიდრიხ მერცი ფედერალური დაზვერვის სამსახურის ახალ უფროსად უკრაინაში მოქმედი ელჩის, მარტინ ეგერის დანიშვნას გეგმავს - არსებული ინფორმაციით გადაწყვეტილება უკვე შეთანხმებულია უწყებებს შორის.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Der Spiegel ავრცელებს - გამოცემის ცნობით, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობის ჩანაცვლებაზე მინიშნებები ახალი კოალიციური შეთანხმების მიღწევიდან მალევე გაჩნდა.
- უკრაინაში გერმანიის ელჩის თანამდებობას მარტინ ეგერი 2023 წლიდან იკავებს, მანამდე ის ერაყსა და ავღანეთში მუშაობდა - ეგერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რიგებში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური კრიზის მენეჯერის რეპუტაცია აქვს.
- ამავე წყაროს ცნობით, დაზვერვის სამსახურის (BND) მოქმედი ხელმძღვანელი, ბრუნო კალი შესაძლოა დაინიშნოს ელჩად ვატიკანში - ავტორების ცნობით, კალმა შესაბამისი ინტერესი ჯერ წინა სამთავრობო კოალიციის პერიოდში გამოავლინა.
Big Picture: საკადრო ცვლილებები უფრო დიდი ორგანიზაციული გადახალისების ნაწილია - მომდევნო წლებში BND-ს დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზრდება.
- გარდა ამისა განიხილება საკანონმდებლო ინიციტიავებიც, რომელთა მიღების შემთხვევაშიც დაზვერვის სამსახურის შესაძლებლობები უფრო მოქნილი და საჭიროებებთან ადაპტირებული იქნება.
Context: წყაროების ცნობით, დაზვერვის სამსახურის პოსტზე მარტინ ეგერითა და კანცლერის ოფისში დაზვერვის საკითხების ახალი კოორდინატორით, ფილიპ ვოლფით მერცი იმედოვნებს, რომ ქვეყნის მთავარი სცეპსამსახურის ეფექტიანობა საგრძნობლად გაიზრდება.