დუდა: გაუმარჯოს თავისუფალ უკრაინას, გაუმარჯოს პოლონეთს, გაუმარჯოს ნატოს
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მადლობა გადაუხადა ვარშავაში მყოფ აშშ-ს პრეზიდენტს უკრაინის დახმარებისთვის.
სამეფო სასახლესთან გაკეთებული მიმართვის დროს დუდამ განაცხადა, რომ პოლონელები უკრაინის მიმართ სოლიდარულები მომავალშიც იქნებიან.
"ომის დაწყების შემდეგ ყველას ეგონა, რომ უკრაინა 72 საათში დაეცემოდა,"-თქვა ანჟეი დუდამ და მადლობა გადაუხადა უკრაინელ მებრძოლებს გმირობის ჩადენისთვის.
ამასთანავე, მან მადლობა მოუხადა თავისუფალ სამყაროს უკრაინის დახმარებისთვის.
"გაუმარჯოს თავისუფალ უკრაინას, გაუმარჯოს პოლონეთის ალიანსს ამერიკასთან, გაუმარჯოს ნატოს, გაუმარჯოს თავისუფალ სამყაროს და გაუმარჯოს პოლონეთს,"- ამ სიტყვებით მიმართა სასახლის წინ შეკრებილ ხალხს პოლონეთის პრეიზდენტმა, რომლის თქმითაც სოლიდარობის გარეშე თავისუფლება არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის დედაქალაქში დღეს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა, რომელმაც უკრაინელების მხარდაჭერისთვის პოლონელ ხალხს მადლობა გადაუხადა.