დუდა: ვაგნერის ბელარუსში გადასვლა პოლონეთისთვის ნეგატიური სიგნალია

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ვაგნერის ბოევიკების დისლოკაცია ბელარუსის ტერიტორიაზე ვარშავისთვის უარყოფითი სიგნალია, რასაც ნატოს ბლოკისგან შესაბამისი რეაქცია უნდა მოჰყვეს. 

"ჩვენ ამ საკითხს ნატოს ფორმატში წამოვწევთ, რათა ნატოს თავდაცვის გეგმები უფრო ეფექტური გახდეს, საჭიროა რეაგირების დროის შემცირება, ჩვენს რეგიონში განთვასებული ბატალიონური ჯგუფების გაძლიერება",- განაცხადა ანჯეი დუდამ. 

პოლონეთის პრეზიდენტის ციტატას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. 

ბელარუსის დიქტატორმა ალექსანდრ ლუკაშენკამ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ევგენი პრიგოჟინი და მისი დანაყოფების ნაწილი უკვე ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან. 

ლუკაშენკას თქმით, პრიგოჟინთან მოლაპარაკებების წარმოებაში დახმარება პუტინს ამბოხის დაწყების შემდეგ თავად შესთავაზე. ლუკაშენკა ამბობს, რომ კრემლს მოსკოვის დასაცავად 10 ათასამდე სხვადასხვა ტიპის დანაყოფი ყავდა მობილიზებული. 

მსგავსი სიახლეები