ერდოღანმა პუტინთან სატელეფონი საუბრისას სირიაში არსებული ვითარება განიხილა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას სირიაში არსებული ვითარება განიხილა.

ამ ინფორმაციას 3 დეკემბერს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი თქმით, ანკარა მხარს უჭერს სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და მოწოდებულია ამ ქვეყანაში "სამართლიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტისკენ."

მან დამასკოს კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა "ყველაფერს აკეთებს სირიაში სიმშვიდის აღსადგენად."

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას, რომელიც თურქული მხარის ინიციატივით შედგა, განიხილეს "რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის შემდგომი მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობა სირიაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის."

სირიის მოსაზღვრე თურქეთი მხარს უჭერს პოლიტიკურ და შეიარაღებულ ოპოზიციას, რომელსაც სირიის დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის დამხობა სურს.

მთავარი ძალები, რომლებიც მონაწილეობენ სირიაში სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში, არიან პროთურქი ისლამისტები რადიკალები - "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი" და თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის ეროვნული არმიის (SNA) ქვედანაყოფები.

რამდენიმე დღის წინ, ასადის ოპოზიციამ უსწრაფესი თავდასხმით აიღო სირიის სიდიდით მეორე ქალაქი ალეპო. ალეპოზე კონტროლის დასაბრუნებლად ბაშარ ასადის ძალებს, ჰეზბოლასა და რუსეთის არმიას 4 წელზე მეტი დასჭირდა, მაშინ ეს სირიის სამოქალაქო ომში გარდამტეხ მომენტად მიიჩნეოდა.

მსგავსი სიახლეები