ერიკ ზემური: მხარი დაუჭირეთ მარინ ლე პენს
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დამარცხების შემდეგ, ულტრამემარჯვენე ერიკ ზემურმა, საკუთარ ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ მეორე ტურში მარინ ლე პენი შემოხაზონ.
"ლე პენს უპირისპირდება ადამიანი [მაკრონი], რომელმაც ქვეყანაში 2 მილიონი ემიგრანტი შემოუშვა, ამიტომ მოვუწოდებ ჩემს ამომრჩევლებს, რომ მხარი მარინ ლე პენს დაუჭირონ."- განაცხადა ზემურმა
წინასწარი გამოკითხვებით, ერიკ ზემურმა 7% მიიღო, რითაც მეოთხე ადგილზე გავიდა.