ერმაკი მარიუპოლის დამცველების მეთაურებს ესაუბრა, რომლებიც თურქეთში იმყოფებიან
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი ტელეფონით ესაუბრა მარიუპოლის გარნიზონის ხუთ მეთაურს, აზოვსტალის დამცველებს, რომლებიც ახლა თურქეთში იმყოფებიან. ამის შესახებ მან Telegram-ზე დაწერა.
თურქეთში, რუსეთის ფედერაციასთან გაცვლის პირობებით, იმყოფებიან "აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო, მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი (კალინა), 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინსკი, დიმიტრი ვიშნევეცკის სახელობის მე-12 ოპერატიული ბრიგადის მეთაური დენის შლეგი და აზოვის ასეულის მეთაური ოლეგ ხომენკო (აპისი).
ერმაკმა თქვა, რომ მეთაურებთან "მშვენიერი საუბარი" ჰქონდა.
"მიხარია თითოეული მათგანის მოსმენა - ბიჭები კარგ ხასიათზე არიან, გამოჯანმრთელდნენ. ასევე ვისაუბრეთ ტყვეების გათავისუფლებაზე, ვთქვით, რომ ჩვენი მიზანია ყველას გათავისუფლება და არ გავჩერდებით, სანამ ამას არ მივაღწევთ", - განაცხადა მან.