ერმაკი: ნეთანიაჰუმ უკრაინას მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ ის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ქვეყანაში ვიზიტს ელის.
ეს განცხადება მან ისრაელელ ჟურნალისტებთან 20 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ერმაკის თქმით, ნეთანიაჰუმ უნდა "გამოუცხადოს თავისი მხარდაჭერა უკრაინას" რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის ფონზე.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ისრაელს უწოდა "ყველაზე ნეიტრალური იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ უკრაინასთან."
მან აღნიშნა, რომ "როგორც ადამიანს, რომლის მამაც ებრაელია, არ ესმის რატომ არ რეაგირებს ისრაელი."
11 აპრილს ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი უკრაინას სამხედრო დახმარებას არ აწვდის.
"მე არ ვიცი, რას ეფუძნება ეს ცნობები," - მან კომენტარი გააკეთა მედიის ცნობებზე შეერთებულ შტატებში საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შესახებ, სადაც საუბარი იყო სცენარებზე, რომლებშიც ისრაელს შესაძლოა უკრაინისთვის ასეთი სამხედრო დახმარება მიეწოდებინა.