ერმაკი: თანავუგრძნობ ჩვენს ძმებს - ქართველი მეომრები ბახმუტში მშვიდობისთვის იბრძოდნენ!
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი Telegram-ზე ბახმუტში ქართველი მებრძოლების დაღუპვას გამოეხმაურა.
"ბახმუტი - სტრატეგიული ქალაქის დაცვა გრძელდება!
ყოველდღე სასტიკი ბრძოლებია… სროლის ხმა მუდმივად ისმის, გარშემო სიბნელეა, თითქოს ფრაგმენტი პირველი მსოფლიო ომიდან. გარშემო მტრის უამრავი გვამი, ისინი არც ცდილობენ ბრძოლის ველიდან მათ გაყვანას, ასობით მიტოვებული მტრის გვამი პატივის გარეშე…
ჩვენი მეომრები იბრძვიან თავგანწირულად! სამწუხაროდ, ჩვენც ვკარგავთ მეომრებს. ბახმუტთან, ბოლო დღეებში, მტრის ალყაში მოექცნენ ჩვენი უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები. ცნობილია დაჭრილი ქართველი მეთაურის და ხუთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ. ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის! თავისუფლება აერთიანებს საუკეთესო ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში!
მე, ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! და ასევე მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, ვინც იბრძვით ჩვენთან ერთად! აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ უკრაინასა და საქართველოს თავისუფლებისთვის და დავამარცხოთ მტერი. მტერი ხომ ჩვენ ერთი გვყავს!
ბახმუტი - ტიტანების ქალაქია!" - წერს ერმაკი.
3 დეკემბერს უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში სულ 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.