ეთიოპიის პრემიერი: არმიას ფრონტის ხაზიდან გავუძღვები

 

ეთიოპიის პრემიერი აბი აჰმედი აცხადებს, რომ აჯანყებული ტიგრაის ტომის წინააღმდეგ ბრძოლაში არმიას „ფრონტის ხაზიდან“ უხელმძღვანელებს.

„ხვალიდან ვიწყებ ეროვნული თავდაცვის ძალების ფრონტის ხაზზე მობილიზაციას“, - განაცხადა ყოფილმა სამხედრომ და 2019 წელს მშვიდობის დარგში ნობელის ლაურეატმა.

2020 წლის ნოემბერში ეთიოპიის ცენტრალურ ხელისუფლებას და ჩრდილოდასავლეთით მდებარე ტიგრაის პროვინციის ძალებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას ათი ათასამდე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტიგრაის ხალხის განმათავისუფლებელმა არმიამ (TPLF) ეთიოპიის შეიარაღებულ ძალებზე უპირატესობა მოიპოვა და დედაქალაქ ადის აბებას შტურმს აპირებს.

ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში პრემიერმინისტრმა აბი აჰმედმა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო მისი მთავრობის კრიტიკა ეთიოპიის საშინაო საქმეებში ჩარევად შეაფასა.

აშშ-ს და რეგიონული ორგანიზაცია აფრიკის კავშირის (AU) წარმომადგენლებმა კონფლიქტის მხარეებს დაზავებისკენ არაერთხელ მოუწოდეს.

მსგავსი სიახლეები