EU რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად 300 მლრდ ევროს დახარჯვას აპირებს
ევროკომისიამ ენერგეტიკის სფეროში ახალი პროგრამა წარადგინა, რომელიც 2027 წლამდე რუსეთზე დამოკიდებულებისგან სრულად თავის დაღწევას ისახავს მიზნად.
პროგრამის ჯამური ღირებულება 300 მილიარდ ევროს აჭარბებს.
„პუტინის ომმა მსოფლიო ენერგეტიკული ბაზარი სერიოზულად შეარყია. რუსულ ენერგეტიკულ წიაღისეულზე დამოკიდებულება უნდა შევამციროთ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ბრიუსელის მრავალმილიარდიანი გეგმა სამ მთავარ მიმართულებას მოიცავს: ენერგიის დაზოგვა, ენერგიის განახლებადი წყაროების ინფრასტრუქტურაში ინვესტიცია და ნავთობის და გაზის ალტერნატიული იმპორტის მოძიება.
პროგრამის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნები 2030 წლამდე გამომუშავებული ენერგიის 45 პროცენტს განახლებადი წყაროებიდან უნდა იღებდნენ.
ევროკავშირი 2022 წლის ბოლომდე რუსული გაზის მოხმარების ორი მესამედით შემცირებას გეგმავს.
სხვა „ეტაპობრივი“ ზომების გამოყენებით ბრიუსელი ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას 2026 ან 2927 წელს შეძლებს, ამბობს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი, რომელიც კლიმატის პოლიტიკას კურირებს.