ევროკავშირი გაზის ფასის ლიმიტის დაწესებას განიხილავს - Reuters
5 დეკემბერს საღამოს, ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობამ წარმოადგინა წინადადება ევროკავშირისთვის გაზის ღირებულების შეზღუდვის შესახებ, თუ ის 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (2321 ევრო 1000 მ³-ზე) გადააჭარბებს ხუთი დღის განმავლობაში. ამ ინფორმაციას Reuters 6 დეკემბერს, დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ ევროკავშირის დიპლომატები წინადადებას 7 დეკემბერს განიხილავენ.
Reuters-ის თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ გაზის ფასის ლიმიტის მოწინააღმდეგე ქვეყნების პოზიციები (მაგალითად, გერმანია) არ შეცვლილა, რაც ნიშნავს, რომ შეთანხმება შეიძლება არ შედგეს 13 დეკემბრის შეხვედრაზე და, შესაბამისად, საჭირო გახდეს მორიგი შეხვედრა 19 დეკემბერს.
გამოცემა წერს, რომ ახალი შეთავაზება 22 ნოემბერს შემოთავაზებულზე 55 ევროთი ნაკლებია. წინა შეთავაზება - 275 ევროს "ჭერი" მგვტ/სთ-ზე (2901 ევრო 1000 მ³-ზე) გააკრიტიკეს, როგორც "ზედმეტად მაღალი".