ევროკავშირი ონლაინ-პლატფორმებს პოლიტიკური რეკლამების მარკირებას მოსთხოვს

 

ხუთშაბათს ევროკომისიამ ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც ონლაინ-პლატფორმებზე განთავსებული ფასიანი პოლიტიკური რეკლამების სპეციალური ამოსაცნობი იარლიყით მარკირებას მოითხოვს.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, Google-ს, Facebook-ს და სხვა ტექნოგიგანტებს პოლიტიკური რეკლამების ავტორების, დაფინანსების და სამიზნე აუდიტორიის შესახებ ევროკავშირის რეგულატორებისთვის ინფორმაციის წარდგენა მოუწევთ.

„ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რატომ ხედავენ „ონლაინ“ პოლიტიკურ რეკლამას, ვინ და რამდენით აფინანსებს მას - განაცხადა ევროკომისარმა ვერა იუროვამ.- დღეს ციფრული სარეკლამო კამპანიები ბინძური და გაუმჭვირვალე მეთოდებით შეჯიბრს დაემსგავსა.“

რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში კომპანიას, შესაძლოა, კაპიტალის ბრუნვის 4 %-ის ოდენობის ჯარიმა დაეკისროს.

ახალი რეგულაცია პოლიტიკური რეკლამისთვის ამომრჩევლის თანხმობის გარეშე მისი პირადი ინფორმაციის - როგორიცაა ეთნიკური წარმოშობა, მრწამსი და სექსუალური ორიენტაცია - გამოყენებას აკრძალავს.

ბრიუსელის აღნიშნული ინიციატივა ევროპულ არჩევნებში დეზინფორმაციის გავლენის შეზღუდვას ისახავს მიზნად.


2018 წელს მონაცემთა ანალიზის კომპანია Cambridge Analytica-მ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში საარჩევნო რეკლამების გასავრცელებლად „ფეისბუქის“ ათეულობით მომხმარებლის პირადი ინფორმაცია გამოიყენა.

მსგავსი სიახლეები