ევროკავშირი რუს და ჩინელ ჰაკერებზე სანქციებს ახანგრძლივებს

ორშაბათს ევროპულმა საბჭომ უფლება მისცა ბლოკის წევრებს გამოიყენონ აქტივების გაყინვის და მგზავრობის აკრძალვის მექანიზმი უცხოელი ჰაკერების წინააღმდეგ - მათ შორის, შარშან სანქცირებული რუსი, ჩინელი და ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერების წინააღმდეგ.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა “გადაწყვიტეს კიბერშეტევების შემაკავებელი ზომების ჩარჩოს კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება, 2022 წლის 18 მაისამდე”, -  ნათქვამია ევროპული საბჭოს განცხადებაში

______________________________

ე.წ. “კიბერ-სანქციებს” ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2019 წლის მაისიდან იყენებენ ჰაკერების წინააღმდეგ.

2020 წლის ივლისში ევროკავშირმა კიბერშეტევების საპასუხოდ სანქციები დაუწესა რუს, ჩინელ და ჩრდილოეთ კორეელ ჰაკერებს, რომლებიც მონაწილეობდნენ წინა წლების მნიშვნელოვან თავდასხმებში.

2020 წლის ოქტომბერში ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის დაზვერვის 2 ოფიცერს და GRU-ს სამხედრო დაზვერვის ჯგუფს გერმანიის პარლამენტზე 2015 წელს განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის გამო.

მსგავსი სიახლეები