ევროკავშირი: რუსეთი მოლდოვას ბუნებრივი აირით აშანტაჟებს

 

„რუსეთი ბუნებრივი აირით მომარაგებას მოლდოვის წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად იყენებს“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა.

ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყანას რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ ენერგომომარაგების საკითხზე აქვს დავა, მაშინ, როცა გაზზე ფასი მთელს ევროპაში მკვეთრად გაიზარდა.

მოლდოვა აცხადებს, რომ „გაზპრომმა“ ბუნებრივ აირზე ხელსაყრელი ფასის სანაცვლოდ ევროინტეგრაციის კურსისგან გადახვევა მოსთხოვა.

ოთხშაბათს მოლდოვამ ევროკავშირისგან დახმარების სახით 60 მილიონი ევრო მიიღო, რაც ბუნებრივი აირის ფასის სუბსიდირებას მოხმარდება. თუმცა, აღნიშნული რესურსი შესაძლოა ენერგოკრიზისის დასაძლევად საკმარისი აღმოჩნდეს.

„ფასის ასეთ ზრდას მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნებიც კი ვერ აუდიან. ამას მოლდოვისთვის შესაძლოა ძალიან სავალალო პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს“, - განაცხადა მოლდოვის პრემიერმინისტრმა ნატალია გავრილიცამ.

ბორელის თქმით, ევროკავშირი ამ მძიმე პერიოდში მოლდოვის მხარდაჭერას გააგრძელებს და „მესამე ძალების მიერ“ ენერგორესურსების გეოპოლიტიკურ იარაღად გამოყენებას შეეწინააღმდეგება.

მსგავსი სიახლეები