ევროკავშირის სრულწლოვანი მოქალაქეების 70% ერთი დოზით აცრილია
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სრულწლოვანი მოსახლეობის 57% სრულად აცრილია, 70% - ვაქცინის ერთი დოზით.
კომისიის პრეზიდენტმა თქვა: “ევროკავშირმა პირობა შეასრულა.”
ევროკავშირის სამიზნე მაჩვენებელი პერიოდულად იცვლება. ევროკომისიის მიზანია სექტემბრის ბოლომდე მოსახლეობის 70% სრულად აიცრას.
თვის დასაწყისში ევროკავშირმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოსახლეობის სრულად ასაცრელად ვაქცინების საკმარისი მარაგი აქვთ.
ფონ დერ ლეიენის თქმით, სამშაბათის შედეგებით “ევროპა მსოფლიო ლიდერებს შორის არის.”