ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი დაამტკიცა

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებიების მე-6 პაკეტი ოფიციალურად დღეს დაამტკიცა. 

ჟოზეფ ბორელის, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ამ ნაბიჯით, კრემლს კიდევ უფრო შეეზღუდა შესაძლებლობა, რომ დააფინანსოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. 

"ჩვენ ვკრძალავთ რუსული ნავთობის იმპორტს ევროკავშირში, და ამით ვამცირებთ რუსეთის შემოსავლების დიდ ნაწილს. ჩვენ უფრო მეტ მნიშვნელოვან რუსულ ბანკს ვაძევებთ საერტაშორისო გადახდის სისტემა SWIFT-დან. ჩვენ საქნქციებს ვუწესებთ იმ პირებს, ვინც არიან პასუხისმგებლები ბუჩასა და მარიუპოლში დატრიალებულ სისასტიკეზე."

დაწესებული სანქციების შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:

  • ნავთობის ემბარგო
  • SWIFT-დან რუსული ბანკების გაძევება
  • მაუწყებლობა
  • შეზღუდვები ექსპორტზე
  • საკონსულტაციო სერვისები
  • ინდივიდუალური სანქციები

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტის შესახებ ცნობილი ორშაბათს გახდა, მას შემდეგ, რაც ევროპულიო საბჭოს ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ.

 

მსგავსი სიახლეები