ევროკავშირმა უსაფრთხოების სფეროში უკრაინის წინაშე ვალდებულებების გეგმა შეიმუშავა - Politico

ევროკავშირმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უკრაინის წინაშე ვალდებულების გრძელვადიანი გეგმა მოამზადა. ამის შესახებ 11 ივლისს Politico წერს.

ევროპული საგარეო სამოქმედო სამსახური ბლოკს "მომავალი წლების განმავლობაში უკრაინის წინაშე უსაფრთხოების ვალდებულებების აღებას" ურჩევს. წინადადება ბევრ სფეროს მოიცავს, კერძოდ, უკრაინაში იარაღის მუდმივი ნაკადის უზრუნველყოფას, სამხედროებისთვის სასწავლო პროგრამების გაგრძელებას, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, უკრაინულ და ევროპულ თავდაცვის კომპანიებს შორის კავშირების დამყარებას.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება "უსაფრთხოების ვალდებულება იქნება." ამ მიზნის მისაღწევად, ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს გრძელვადიანი და პროგნოზირებადი ფინანსური მხარდაჭერა.

ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომელიც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, Politico-ს განუცხადა, რომ რაც უფრო მეტს ლაპარაკობს გაერთიანება გრძელვადიან ვალდებულებებზე, მით მეტ სიგნალს უგზავნის აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომ "ევროპული დაღლილობის" იმედი არ უნდა ჰქონდეს.

მსგავსი სიახლეები