ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი დომბროვსკისი უკრაინაში ჩავიდა
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა, 18 ნოემბერს Twitter-ზე დაწერა, რომ კიევში ჩავიდა.
"ჩავედი კიევში, რათა განვიხილო ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდაჭერა, აქცენტი გაკეთდება გადაუდებელ ფინანსურ მხარდაჭერასა და ჩვენ გეგმებზე 2023 წლისთვის", - დაწერა მან.
დომბროვსკისი ასევე გეგმავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან განიხილოს "კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირსა და უკრაინას შორის უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციისთვის".
ევროკავშირი მუდმივად უჭერს მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად. კერძოდ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რვა პაკეტი შემოიღო და უკრაინას ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს. ასევე, უკრაინელ ლტოლვილებს ევროკავშირის ქვეყნები იღებენ.