ევროპა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას სამშვიდობო შეთანხმებაში შეიყვანს

ევროპა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების განუყოფელ ნაწილად განიხილავს და რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით, Bloomberg ავრცელებს. 

  • ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით, სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში კიევი დაუყოვნებლივ მიიღებს იმ დამცავი მექანიზმის სიკეთეებს, რომლითაც ქვეყნები წევრები გაწევრიანების მომენტში სარგებლობენ. 

  • ასევე უკრაინა მიიღებს წევრი სახელმწიფოს გარკვეულ უფლებებს ხოლო სრულფასოვანი წევრობა დამოკიდებული იქნება ბრიუსელის მიერ ჩამოყალებებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე. 

  • განიხილება არსებული პროცედურის გაგრძელება, გარდამავალი ან ეტაპობრივი გაწევრიანების პროცესის ამოქმედებით. 

დაეწიე ამბავს: დასავლური მედიების ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გულისხმობს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში უკვე 2027 წლისთვის. 

  • ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ტექნიკური თვალსაზრისით უკრაინა მზად იქნება 2027 წლისთვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად. 

სტრიქონებს შორის: ევროკავშირში გაწევრიანება მრავალწლიანი, კომპლექსური პროცესია, რომლის ფარგლებშიც ქვეყანამ ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს, ხოლო უკრაინამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2022 წელს მიიღო. 

  • გასულ იანვარს Financial Times თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბრიუსელი განიხილავდა ბლოკში გაწევრიანების პროცედურის იმგვარად კორექტირებას, რაც უკრაინის მიღების პროცესს არსებითად დააჩქარებდა. 

  • წყაროების ცნობით, შესაძლოა საუბარი იყოს შეზღუდულ წევრობაზე, რომლის ფარგლებშიც უკრაინის უფლებები ევროკომისიის მუშაობაში თავდაპირველად შეზღუდული იქნება. 

კონტექსტი: ევროპის უმსხვილესი ქვეყნების დედაქალაქებში მიაჩნიათ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ტერიტორიების დათმობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ გარანტირებული იქნება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. 

მსგავსი სიახლეები