ევროპარლამენტში დარეგისტრიდა რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორად აღიარებს
ევროპარლამენტმა მოამზადა რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს. ევროპარლამენტის სპიკერმა დელფინ კოლარდმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეზოლუციის კენჭისყრა 23 ნოემბერს, სტრასბურგში გასამართ სესიაზე იგეგმება.
"23 ნოემბერს ევროპარლამენტის დეპუტატები კენჭს უყრიან რეზოლუციას, რომელიც აღიარებს რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც სამოქალაქო ობიექტებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმებით მხარს უჭერს ტერორიზმს უკრაინაში", - თქვა მან.
ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად გამოცხადებით ევროპარლამენტარებს სურთ გზა გაუხსნან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მისი მთავრობის საერთაშორისო ტრიბუნალზე ამ დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მიცემას.