ფინეთმა რუსეთთან ატომური სადგურის მშენებლობაზე კონტრაქტი გაწყვიტა

ფინურმა ენერგეტიკულმა კომპანია Fennovoima-მ რუსულ სახელმწიფო კომპანია "როსატომთან" ფინეთში ატომური სადგურის მშენებლობაზე კონტრაქტი შეაჩერა.

ფინელების თანახმად, "როსატომის" მხრიდან ვადის გადაცილებამ პროექტის შესრულება შეუძლებელი გახადა, ამას უკრაინაში დაწყებული ომიც დაემატა, რამაც რისკები კიდევ უფრო გაზარდა.

Fennovoima-მ "როსატომის" შვილობილ კომპანია RAOS-სთან პროექტის აშენების შესახებ კონტრაქტს 2013 წელს მოაწერა ხელი.

Hanhikivi 1 ფინეთის რიგით მესამე ატომური ელექტროსადგური იქნებოდა, 1970-იანი წლების შემდეგ კი - პირველი.

სახელმწიფო კონსორციუმის მიერ კონტრაქტის გაწყვეტას ფინეთის ეკონომიკისა და დასაქმების სამინისტრო დადებითად შეხვდა. სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი კონტრაქტის გაწყვეტას "შექმნილ ვითარებაში გასაგებ ზომად" მიიჩნევენ.

 

მსგავსი სიახლეები