ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაასახელა
ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაასახელა, ცნობილია როგორ გადანაწილდება პორტფელები წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის.
კომისიის ახალი შემადგენლობის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე ფონ დერ ლაიენმა განახლებულ სტრუქტურასა და ვიცე-პრეზიდენტების შესახებაც განაცხადა.
ახალ შემადგენლობაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან გაფართოების კომისიას სლოვენიის წარმომადგენელი, მარტი კოსი უხელმძღვანელებს. კოსი იქნება პასუხისმგებელი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობებზეც.
"ის (რედ. მარტა კოსი) გააგრძელებს უკრაინისა და კანდიდატი ქვეყნების მხარდაჭერის საკითხებზე მათი გაწევრიანების გზაზე"- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.
თავდაცვისა და კოსმოსის კომისიას უხელმძღვანელებს ლიუტუვის წარმომადგენელი, ანდრიუს კუბილიუსი.
გაფართოების საკითხებში ყოფილ კომისარს, ოლივერ ვარჰეის ახალ კაბინეტში ჯანდაცვისა და ცხოველებზე ზრუნვის საკითხების კომისარად დაინიშნა.
საგანგებო სიტუაციებისა და კრიზისული მენეჯმენტის კომისრად კი ბელგიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ადჯა ლიაბიბი დაინიშნა.
თანამდებობი ახალ შემადგენლობაში შემდეგნაირად გადანაწილდა:
ურსულა ფონ დერ ლაიენი - პრეზიდენტი
ტერეზა რიბერა როდრიგეზი - აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი
ჰენა ვირკუნენი - ტექნოლოგიური სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და დემოკრატია
მაროშ შევჩოვიჩი - ვაჭრობა და ეკონომიკური უსაფრთხოება
ვალდის დომბროვსკის - ეკონომიკა და შრომის პროდიქტიულობა
დუბრავკა სუისა - ხმელთაშუა ზღვის აუზი
ოლივერ ვარჰეი - ჯანდაცვა და ცხოველებზე ზრუნვა
ვოპკე ჰოესტრა - კლიმატი და მდგრადი ზრდა
ანდრიუს კუბილიუსი - თავდაცვა და კოსმოსი
მარტა კოსი - გაფართოება
სტეფან სეჟურნე - განვითარება და ინდუსტრიული სტრატეგია
ჟოზეფ სიკელა - საერთაშორისო პარტნიორობა
კოსტას კადისი - მეთევზეობა და ოკეანე
მარია ლუის ალბუკერკე - ფინანსური სერვისები და ინვერსტორთა გაერთიანება
ჰადჯა ჰალბიბი - მზადყოფნა და კრიზის მენეჯმენტი
კაია კალასი - საგარეო საკითხები
მაგნუს ბრუნერი - შიდა საკითხები და მიგრაცია
ჯესიკა როსველი - გარემოს დაცვა
პიოტრ სეფარინი - ბიუჯეტი და საჯარო ადმინისტრირება
დან იორგენსენი - ენერგეტიკა და საბინაო პოლიტიკა
ეკატერინა ზაჰარიევა - სტარტაპები, კვლევა და ინოვაციები
მაიკლ მაკგრატი - დემოკრატია, სამართლიანობა და კანონის უზენაესობა
აპოსტოლოს ციციკოსტასი - მდგრადი ტრანსპორტი და ტურიზმი
როქსანა მინზატუ - ადამიანური რესურსები
კრისტოფ ჰანსენი - სოფლის მეურნეობა და საკვები
გლენ მიკალეფი - საერთაშორისო სამართლიანობა, ახალგაზრდობა, სპორტი და კულტურა
რაფაელე ფიტო - რეფორმები