ფრონტის ხაზი: დღის 7 მთავარი ამბავი

ბრიტანეთი აშშ-ს გადაწყვეტილებასთან კოორდინაციით, გადასცენ კიევს უფრო მაღალგანვითარებული იარაღი, უკრაინას სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის. რუსეთის თანახმად, ეს გადაწყვეტილება „ცეცხლზე ნავთს ასხამს“.

უახლესი ამბები უკრაინაში მიმდინარე ომიდან:

  • „პირდაპირი პროვოკაცია“: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის მოთხოვნა დასავლეთისადმი, მიაწოდონ მაღალგანვითარებული რეაქტიული დანადგარები „წესიერების ყველა საზღვარს“ ცდება და „პირდაპირი პროვოკაციაა“. იქამდე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ უკრაინას „მეტ სარაკეტო სისტემასა და აღჭურვილობას გადასცემს“, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, 80 კმ-თი დაშორებულ სამიზნეებს ესროლონ. აშშ-ს თქმით, უკრაინამ პირობა დადო, რომ ამ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ ისვრის.

  • „თავდაცვის უფლება“: გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN-ს უთხრა, რომ NATO არ ელის რუსების პასუხს აშშ-ს გადაწყვეტილებაზე, მიაწოდონ უკრაინას მაღალგანვითარებული იარაღი. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ეს გადაწყვეტილება იცავს უკრაინის „თავდაცვის უფლებას და ეს უფლება გაეროს ხელშეკრულებითაა გაწერილი“.

  • რუსების წინსვლა აღმოსავლეთით: უკრაინელების თანახმად, აღმოსავლეთით, საკვანძო მნიშვნელობის ქალაქის, სევეროდონეცკის 80% უკვე რუსებმა დაიკავეს, ქუჩის ბრძოლები კი გრძელდება. ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინულმა ძალებმა „ზოგიერთ ქუჩაზე“ წარმატებას მიაღწიეს და ექვსი რუსი ჯარისკაცი შეიპყრეს.
  • მიზანში ამოღებული რკინიგზა: უკრაინელების თანახმად, დასავლეთ უკრაინაში რკინიგზას რუსული ბომბები მოხვდა. თავდასხმას ადგილი ჰქონდა ბესკიდის გვირაბის მახლობლად, კარპატის მთებში, სლოვაკეთის საზღვართან.
  • დაღუპულთა რიცხვი იზრდება: ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინა დღეში 60-დან 100-მდე ჯარისკაცს კარგავს. ამასთან, მისი თქმით, უკრაინას დღეში 500 დაჭრილი ჰყავს, აღმოსავლეთით კი ვითარება „ძალიან მძიმეა“.

  • ევროკავშირი განახლებად ენერგიაზე გადადის: მიუხედავად წუხილისა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო არაგანახლებად ენერგიას შეიძლებოდა დაბრუნებოდნენ, ახალი ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ კიდევ უფრო ამბიციური გეგმები წარმოადგინა განახლებადი ენერგიის წილის გაზრდაზე.

  • გამარჯვება ფეხბურთში: უკრაინამ გუშინ ფლეიოფში შოტლანდია 3-1 დაამარცხა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი გამარჯვება აშორებს. ფანებს სტადიონზე ეჭირათ პლაკატები წარწერით „შეაჩერეთ ომი“. ზოგიერთი მათგანი თავად იყო ლტოლვილი.

მომზადებულია CNN-ზე დაყრდნობით.

მსგავსი სიახლეები