FT: უკრაინა აპირებს რუსეთს ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტა შესთავაზოს

ტრამპის ადმინისტრაციისგან მომავალი წნეხის ფონზე უკრაინა აპირებს რუსეთს ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტა შესთავაზოს - სანაცვლოდ უკრაინული დელეგაცია შეეცდება დაარწმუნოს ამერიკული დელეგაცია აღადგინონ სამხედრო და სადაზვერვო დახმარება. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს. 

წყაროების ცნობით, უკრაინა მზად არის რუსეთს შესთავაზოს ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტა - საუბარია დრონებით და შორეული რაკეტებით თავდასხმებზე, ასევე საომარ მოქმედებების შეწყვეტაზე შავი ზღვის აკვატორიაში. 

გაზეთის უკრაინული წყაროს ცნობით, უახლოეს პერიოდში ზელენსკის ოფისი ვაშიგნტონთან ურთიერთობების გაუმჯობესებას შეეცდება და იმედი აქვთ, მათი წინადადების შემდეგ ამერიკა მზად იქნება აღადგინოს სამხედრო და სადაზვერვო დახმარება. 

კონტექსტი 

12 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დაიწყება - ეს თეთრ სახლში გამართული სკანდალური შეხვედრის შემდეგ 2 ქვეყნის წარმომადგენლების პირველი ოფიციალური კონტაქტი იქნება. 

ამერიკის მხრიდან დელეგაციში იქნებიან: სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთში, სტივ უიტკოფი. 

უკრაინის მხრიდან: პრეზიდენტის ოფისის უფროსი, ანდრეი ერმაკი, მისი მოადგილე, პავლო პალისა, თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიჰა. 

 

მსგავსი სიახლეები