გაიდაი: უკრაინის არმია ლუგანსკის რეგიონში წინ მიიწევს
უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკის ოლქის ტერიტორიების დეოკუპაციას აგრძელებენ. ამის შესახებ 12 ოქტომბერს Telegram-ზე რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
"უკრაინის შეიარაღებული ძალები თანდათან წინ მიიწევენ. რუსები ჩვენს პოზიციებს ძირითადად სარაკეტო არტილერიით და ქვემეხებით ბომბავდნენ", - განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, დამპყრობლები ლუგანსკის რაიონში მრავალფენიან თავდაცვის ხაზს აშენებენ და რუსებმა ფრონტის ხაზის მთელი პირველი მონაკვეთი დანაღმა.
"ჩვენი სამხედროები უკვე შეხვდნენ ნაწილობრივ მობილიზებული რუსების პირველ ტალღას. ესენი არიან სამოქალაქო პროფესიის ადამიანები, ზოგი ჯარში მსახურობდა - ახლა ისინი ყველაზე საშიშები არიან", - თქვა გაიდაიმ.
მან ასევე დასძინა, რომ რუსი ოკუპანტები, უკრაინული დივერსიული სადაზვერვო ჯგუფებების აღმოჩენის საფარქვეშ, საკუთარ დეზერტირებს ეძებენ.