გერმანია გამორიცხავს რუსეთის SWIFT-დან გათიშვას - euractiv

 

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთისთვის დასაწესებელი სანქციების განხილვისას, გერმანიამ გამორიცხა რუსეთის საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან SWIFT-დან გათიშვა. 

ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა euractiv ავრცელებს. "მაშინ, როდესაც ნავთობი და გაზი რუსეთზე ზემოქმედების მთავარ ბერკატად, გერმანიის სახით წარმოდგენილმა ოპოზიციამ როგორც ჩანს საბოლოოდ მოხსნა დღის წესრიგიდან რუსეთის SWIFT-დან გათიშვის საკითხი",- წერია გამოცემის მიერ გავრცელებულ მასალაში. 

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც განხილული იქნება რუსეთ-უკრაინის ირგვლივ არსებული დაძაბულობა. 

მანამდე მსგავსი პოზიცია გააჟღერა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, რომლის თქმითაც, გერმანია განიხილავს ყველანაირ სანქციას, მათ შორის Nord Stream 2-ის წინააღმდეგაც, თუმცა რუსეთის ფინანსური სისტემიდან გათიშვა აუცილებლად არ მიიჩნია.

მსგავსი სიახლეები