გერმანია უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას გეგმავს

გერმანიის მმართველ კოალიციაში უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემაზე თანხმობაა.

ამის შესახებ კოალიციის წევრი პარტიის, თავისუფალი დემოკრატების უსაფრთხოების საკითხების სპიკერი, მარკუს ფაბერი იუწყება.

როგორც ის წერს, ხმის მიცემა და გადაწყვეტილების აღსრულება ჯერ ისევ წინაა, თუმცა გერმანიის მმართველი კოალიციის სამი პარტიიდან ამ საკითხზე წინააღმდეგობა არც ერთს გამოუხატავს.

"თავდაცვის მინისტრ ლამბრეხტს ეს [უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება] გონივრულად მიაჩნია, ასევე მწვანეებსა და თავისუფალ დემოკრატებსაც. ამდენად, აღარავინ დარჩა, ვინც ამ გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს", - უთხრა მარკუს ფაბერმა გაზეთ Die Welt-ს.

სავარაუდოდ, საუბარია სამი ტიპის ტანკზე - Leopard-ებზე, Marder-ებსა და Biber-ის ხიდისგამდებზე.

ფაბერი წერს, რომ ჩამოთვლილი სამი ტიპის ტანკის უკრაინისთვის გადაცემა "ლოჯისტიკურად ადვილი არ იქნება, თუმცა როგორც იქნა, პროცესი დაიძრა".

აქამდე უკრაინის ელჩი გერმანიაში, ანდრეი მელნიკი გერმანიისგან Leopard-იების, Marder-იებისა და Cobra-ს ტიპის საარტილერიო მოწყობილობის გადაცემას ითხოვდა.

როგორც წინა დღეებში იყო ცნობილი, უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას მმართველი კოალიციის ყველაზე მსხვილი პარტიის, სოციალ-დემოკრატების ნაწილი ეწინააღმდეგებოდა.

კანცლერი შოლცი და თავდაცვის მინისტრი ლამბრეხტი სწორედ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენდნენ.

 

მსგავსი სიახლეები