გროსიმ უსაფრთხოების პრობლემების გამო ზაპორიჟიეს აესში ვიზიტი გადადო - Reuters

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ვიზიტი გადადო, რომელიც რუსი დამპყრობლების კონტროლის ქვეშაა. ამ ინფორმაციას Reuters 14 ივნისს ავრცელებს.

უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადებით, რომელიც ანონიმურად ესაუბრა Reuters-ს, გროსის ვიზიტი "რამდენიმე საათით" გადაიდო, სანამ ვიზიტი უფრო უსაფრთხო გახდება.

უკრაინელ ოფიციალურ პირს არ უთქვამს, როდის ჩავა IAEA-ს ხელმძღვანელი აესში. ამავდროულად, რუსული საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი, ზაპორიჟიეს ოკუპირებული ტერიტორიის უკანონოდ დანიშნულ "ხელმძღვანელობაზე" დაყრდნობით ამტკიცებს, რომ გროსის ვიზიტი 15 ივნისისთვის გადაიდო.

6 ივნისს, კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების კომენტირებისას, IAEA-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ზაპორიჟიეს აესში იმ მომენტისთვის უკვე დაგეგმილი იყო და ის არ შეცვლის გეგმებს.

მსგავსი სიახლეები