ჰამასმა ოფიციალურად გამოთქვა სურვილი ისრაელთან ოთხდღიანი ზავი გააგრძელოს

ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა განაცხადა, რომ ის ცდილობს ოთხდღიანი ზავი გააგრძელოს, რათა უფრო მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება უზრუნველყოს.

ისრაელმა უკვე 117 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა და დაახლოებით 40, სავარაუდოდ, ხვალ გათავისუფლდება. მაგრამ ისრაელს აქვს კიდევ 150 პატიმრის სია, რომელთა გათავისუფლებაც ზავის გაგრძელების შემთხვევაში შეიძლება.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჰამასმა ოფიციალურად გამოთქვა ზავის გახანგრძლივების სურვილი.

ისრაელისა და ჰამასის ზავის თანახმად, ყოველ დამატებით დღეზე ჰამასი 10 ისრაელის მოქალაქეს გაათავისუფლებს.

ისრაელის კაბინეტის მიერ დამტკიცებულ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ზავი შეიძლება მაქსიმუმ 10 დღემდე გახანგრძლივდეს, რის შედეგადაც 300 პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდება.

შემდეგ კი ისრაელის მთავრობაში ახალი ზავის გაფორმებაზე კენჭისყრა უნდა ჩატარდეს.

მსგავსი სიახლეები