ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტას გუბერნატორი უოლზი აირჩია - CNN
ამერიკულმა მედიამ შეიტყო, რომ კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლზი აირჩია.
ამის შესახებ CNN და Associated Press წერენ.
AP-ის ცნობით, ჰარისი გეგმავს თავისი გადაწყვეტილება მომდევნო რამდენიმე საათში, ვიდეო მიმართვის საშუალებით გამოაცხადოს. მალე ის გადაუწყვეტელ შტატებში შეხვედრების სერიას დაიწყებს.
ამავდროულად, CNN-ის ოთხი წყარო ამბობს, რომ დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ტიმ უოლზი იქნება.
ერთი დღით ადრე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე პრეტენდენტების სია ორამდე შეამცირა - ტიმ უოლზი და პენსილვანიის გუბერნატორი ჯოშ შაპირო.
ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველში ენთუზიაზმი შემოიტანა, განსაკუთრებით ახალგაზრდა და შავკანიან ამომრჩეველში, ასევე ქალებში.