ჰერჩინსკი: EU-ში გადავწყვიტეთ, საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის შეხვედრები შეგვეჩერებინა

ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერვინსკიმ განაცხადა.

"რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მიმდინარე წლის ივნისში ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან შიდა განხილვა გვქონდა, როგორ უნდა მივდგომოდით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ როგორც არამეგობრულს ევროკავშირის მიმართ. ასევე, განვიხილეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივს, პროპაგანდასა და კონსპირაციის თეორიას და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირმა, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან არანაირი მაღალი დონის კონტაქტები არ გვქონოდა და სწორედ ამიტომ, ბოლო თვეების განმავლობაში არ ყოფილა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში, არ ყოფილა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყველა მაღალი დონის შეხვედრა შეგვეჩერებინა". - თქვა ჰერჩინსკიმ.

 

მსგავსი სიახლეები