ჰერჩინსკი: საქართველოს მთავრობამ ბევრი ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რაც ევროკავშირს აშორებს
"რა მოხდა მას შემდეგ, რაც საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდა? მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ, რომ მზად ვართ, გულში ჩაგიკრათ? ბევრი რთული, საკამათო გადაწყვეტილების მიღება მოხდა თქვენი ქვეყნის, თქვენი მთავრობის მიერ, რომლებმაც იმის ნაცვლად, რომ საქართველო უფრო დაეახლოებინა ქვეყნის მოსახლეობის 90%-ის ოცნებასთან - ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს აშორებს ევროკავშირის წევრობისგან. ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში პარლამენტმა და მთავრობამ მიიღო, ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან წინააღმდეგობაშია [...]
ევროკავშირის მხრიდან, მზად ვართ საქართველო შემოგვიერთდეს, მაგრამ ეს სერიოზულ რეფორმებს მოითხოვს და ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს. შარშან ჩვენ საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიში გამოვაქვეყნეთ, სადაც დეტალურად გაწერილია, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს. იმისთვის, რომ უფრო მარტივი ყოფილიყო, ჩვენ ჩვენი მთავარი რეკომენდაციები ე.წ. 9 ნაბიჯად ჩამოვაყალიბეთ. ერთი გვერდია, 9 ნაბიჯი. ამ რეფორმებზე მუშაობის ნაცვლად, ძალიან ბევრი ინიციატივა განხორციელდა, რომლებიც ჩვენს ნორმებთან და ღირებულებებთან სრულიად შეუთავსებელია".