ჰოჯესი რუსეთის ბირთვულ მუქარაზე: არ მგონია, რომ პუტინი თვითმკვლელია
რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა დაბალია. ამის შესახებ გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა, ევროპაში აშშ-ს არმიის ყოფილმა სარდალმა, BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები იძულებული იქნება უპასუხოს ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას და ამის შესახებ კრემლმა იცის.
”თუ ისინი გაიგებენ, რომ ჩვენ ამას რეალურად გავაკეთებთ, ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ რეალურად გამოიყენონ ბირთვული იარაღი. არ მგონია, რომ პუტინი და მისი გარემოცვა - რაც არ უნდა ბოროტები იყვნენ ისინი - თვითმკვლელები არიან". - თქვა მან.
ჰოჯესის თქმით, ადამიანები, რომლებსაც პუტინი ეყრდნობა, ფიქრობენ იმაზე, თუ რა მოხდება მის შემდეგ ქვეყანაში.
"ასე რომ, დასავლეთმა, საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ამ ხალხზე და თქვას: "ნუ მისცემთ მას უფლებას რუსეთი კლდიდან გადაჩეხოს", - თქვა მან.